კულტურის და განათლების ფონდი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

 

ფონდის საქმიანობის მიმართულებებია:

  • კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების განხორციელება; 
  • ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ხელოვანების აღმოჩენა და ხელშეწყობა;  
  • საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ადვოკატირებისა და ინფორმაციული კამპანიების წარმოება; 
  • კვლევების წარმოება.

 

 

ორგანიზაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა დამფუძნებელთა საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწვეტილება შემდეგ საკითხებზე:

  • წესდების ცვლილება
  • ფონდის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
  • ფილიალების შექმნა და ადგილობრივი ხელმძღვანელების დანიშვნა
  • წლიური ანგარიშის დამტკიცება
  • საქმიანობის პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება
  • ფონდის საქმიანობის პროგრამული დაგეგმვა
  • აღმასრულებელი დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება